რამდენიმე დღის წინ, “ქორთიარდ მარიოტში” ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალმა დემოკრატებმა“ სხვა ოპოზიციურპარტიებთან ერთად პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესი გააპროტესტეს და სხვა საპარლამენტო დაარასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებას ჩვიდმეტმა ოპოზიციურმაპარტიამ მოაწერა ხელი. განცხადებაში დეტალურად არის გაწერილი ის შენიშვნები, რომლებიც აქვს ოპოზიციურ პარტიებსგენერალური აუდიტორის მიერ მოწერილ ბრძანებულებასთან, რომლის მიხედვითაც ახლებურად დარეგულირდაპოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესი. ახალი რეგულაციით პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარი ანგარიშსწორება უნდამოახდინონ, რაც განცხადების ხელმომწერების აზრით გააუარესებს საარჩევნო გარემოს.
,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აუდიტს არ აქვს უფლება რაიმე სახით ჩაერიოს პარტიასა და კერძო სუბიექტს შორისურთიერთობაში და განსაზღვროს რეკლამის შესყიდვის წესი. მან სხვა პოლიტიკურ პარტიებს გააცნო სარჩელის შინაარსი, ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს ,,ირაკლი ალასანია – თავისფალი დემოკრატების“ შეთავაზება და მიღწეულ იქნაშეთანხმება იმის შესახებ, რომ თუ კვირის ბოლომდე გენერალურმა აუდიტორმა არ შეცვალა მის მიერ გამოქვეყნებულიბრაძანებულება, სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.
ოპოზიცური პარტიების განცხადებას გენერალურ აუდიტორის ლაშა თორდიას მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, 5 აგვისტოს 11 საათზე, ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიტანეს სარჩელი საქალაქო სასამართლოში რეკლამის შესყიდვის წესის შესახებ და სარჩელისუზრუნველსაყოფად ამ აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.