ცენტრალურ პარკში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ბორჯომის ცენტრალურ პარკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავება და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დილიდან მიმდინარეობს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ცენტრალურ პარკში არსებული ბიუვეტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაწმენდილია და დღის მეორე ნახევარში მინერალური წლის აღება ყველას შეეძლება.
პარკის ცალკეულ უბნებზე კი ინტესნიურად ხდება მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების გაწმენდა წაქცეული ხეებისაგან. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებენ სატყეო დეპარტამენტის 50 თანამშრომელი.
ბორჯომის ცენტრალურ პარკი სტიქიამ გუშინ საღამოს დააზიანა. ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მთლიანად მოგლიჯა და მისასვლელი გზები ჩახერგა.