პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმათელავში კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში ირაკლი სესიაშვილია. ირაკლი სესიაშვილი პირველივე დღიდან „ქართული ოცნების“ გუნდი სწევრია. პარლამენტში ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილია. იგი ასევე არის „ქართული ოცნების“გუნდის წევრი. ის პროფესიით იურისტია და გახლავთ კახეთის გუბერნატორი. ზედმიწევნით იცის კახეთის პრობლემები.ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროდან არის. ძალას არ დაიშურებს სიღნაღელების და დედოფლისწყაროელებისთვისდა ყველაფერს გააკეთებს პარლამენტში მათი ინტერესების დასაცავად.
ახმეტაში „ქართულ ოცნებას“ წარადგენს გელა სამხარაული. გელა სამხარაული უკვე გამოცდილი პარლამენტარია. წესიერი,პატრიოტი კაცია, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩვენი სამშობლო.
ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილია. იგი პროფესიით იურისტია, საქართველოსადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებელი-წევრია. გახლავთ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში. მას ასევე,საბანკო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაგოდეხელებს ღირსეული წარმომადგენელიეყოლებათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია დავით სონღულაშვილი. იგი პროფესიით ეკონომისტია.განათლება აქვს მიღებული მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და ამასთან, გრენობლის უმაღლესი სკოლისსაერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მუშაობდა წამყვან პოზიციებზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დავითსონღულაშვილი წარმატებული ახალგაზრდაა და სწორედ ის გააგონებს მთელს საქართველოს გურჯაანელების ხმასპარლამენტიდან.
საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რომან მუჩიაშვილია. იგი ფინანსისტია. საკუთარი პროფესიით მოღვაწეობსმრავალწლიანი გამოცდილებით.