თურქეთის პრეზიდენტმა აბდულლაჰ გიულმა ანკარის ჩანკაიას რეზიდენციაში, ოფიციალური მიღება მოუწყო თავის სლოვაკიელ კოლეგა ივან გასპაროვიჩს და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს.
პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს და განაცხადეს რომ, შეთანხმებას მიაღწიეს ორი ქვეყნის მოქალაქეებისადმი დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
გასპაროვიჩმა ამასთან სრული მხარდაჭერა აღუთქვა ანკარას, მისი ევროკავშირიში სრული გაწევრიანების საკითხშიც.
სლოვაკიელი სტუმარი მიიღო ასევე პრემიერმა ერდოღანმა და განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაზრდის საკითხები.
22.08.13