“რესპუბლიკური პარტია” რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
”საქართველოს რესპუბლიკური პარტია” ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რეფერენდუმთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი თანხვედრაშია სარეფერენდუმო საკითხის შესახებ პარტიის მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციასთან”, – ნათქვამია ”უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილმა ქორწინებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის სარეფერენდუმო მოთხოვა არ გაიზიარა და რეფერენდუმის დანიშვას უარით უპასუხა.