ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე დამნაშავედსცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტადგამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერსასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და მკვლელობაში აუცილებელი მოგერიებისფარგლების გადაცილებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ემუხლით (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 223-ე მუხლისპირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლისრედაქცია), 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედირედაქცია), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 381-ე მუხლით (2006 წლის 30მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 25. 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილი მინისტრი იოსებ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯემალ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეელგუჯა ჯინჭარაძე, აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილი უფროსი დავით ხალვაში და აჭარის ა.რ. უშიშროებისსამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსი ამირან კურცხალიძე.
სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1991 წლის 30 აპრილს, ასლან აბაშიძემ აჭარისა.რ. უზენაესი საბჭოს შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აუცილებელი მოგერიების ფარგლებისგადაცილებით მოკლა მისი მოადგილე ნოდარ იმნაძე. მანვე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონეპირმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 1993-2004 წლებში შექმნა უკანონო შეიარაღებულიფორმირება, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძემ სხვაპირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, კერძოდ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება,ხოლო 2004 წლის აპრილში ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში ზღვის სანაპიროს დანაღმვა, რასაც 2004 წლის 21აგვისტოს აფეთქება მოჰყვა. მანვე ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და თავისუფლებისუკანონო აღკვეთა თენგიზ ასანიძის და სხვათა მიმართ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იოსებ გოგიტიძემ 1993-2004 წლებშიასლან აბაშიძესთან ერთად შექმნა და მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, ასლან აბაშიძესთანწინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა თენგიზ ასანიძეს, ასევე პირთა ჯგუფთან ერთად მიითვისააჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს კუთვნილი 2 201 667 ლარი. მანვე, 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძესთან და სხვაპირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება.
აჭარის ა.რ. ყოფილმა შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინატერორისტული აქტების ორგანიზება, 2004 წლის 25 აპრილს ქ. ბათუმში, რესტორან „მარსელში“ თამაზ მამისეიშვილსმიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მას და ავთანდილ ბერიძეს. ჯემალგოგიტიძემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა აჭარის ა.რ. შს სამინისტროს აღჭურვისათვისგამოყოფილი 1 093 317 აშშ დოლარი.
აჭარის ა.რ. შს მინისტრის ყოფილმა მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძემ, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთადჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, რასაც მოჰყვა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება.
აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილმა უფროსმა დავით ხალვაშმა 1996 წელს მონაწილეობა მიიღო უკანონოშეიარაღებულ ფორმირება, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის, შემდგომში აჭარისსამთავრობო დაცვის სამსახურის შექმნაში, 2003 წელს ორგანიზებას უწევდა კომპანია „procter & gamble”-ის ქონებისქურდობას, გამოძალვასა და ძარცვას, 2004 წლის 20 თებერვალს, მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში, დ. თავდადებულისადა ერას ქუჩების კვეთაზე მიმდინარე მანიფესტაციის უკანონო დარბევაში.
აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსის ამირან კურცხალიძისსამსახურებრივი გულგრილობის შედეგად აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს 2000-2001 წლებში მიადგა 709 955ლარის ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ასლანაბაშიძეს 15 წლით, იოსებ გოგიტიძეს 12 წლით, დავით ხალვაშს 4 წლითა და 6 თვით და ამირან კურცხალიძეს 6 თვითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯემალ გოგიტიძედა ელგუჯა ჯინჭარაძე, სასამართლომ მათ გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა.