მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ თბილისის მერიამ 80 000 ლარი, ჯანდაცვის სამინისტრომ კი 20 000 დოლარი გამოყო.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღკე ანანო ბუაძე კი გარდაიცვალა.