თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვმა კი 100-ს მიაღწია. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.
გაზიანთეფში აფეთქება ქორწილის მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც სტუმრები ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. ტერაქტი გუშინ ადგილობრივი დროით 21:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქებით გამოწვული ხმაური იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის სხვა რაიონებშიც ისმოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.