“ჩვენ სახელმწიფოებრიობაც გვაქვს, ისტორიაც გვაქვს, კულტურაც, ტრადიცეიბიც, ავად, თუ კარგად გვაქვს, გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. მაგრამ, – გავრბივართ! გავრბივართ იმიტომ, რომ უნარი არ გვაქვს ეს ყველაფერი მოქმედებაში მოვიყვანოთ და ავმოძრავდეთ, ავამუშაოთ. პირველივე კარგ შესაძლებლობაზე ვტოვებთ, გავრბივათ. ან თუნდაც გაურკვევლობა იყოს, წავალთ. წავალთ ოღონდ გავიქცეთ. და რატომ, ვის გაურბიხარ, ვინ მოგვერია? საკუთარ თავს?! ვისთან დავმარცხდით?” – ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე მომხმარებელი – გიორგი მიქანაძე წერს, რომელიც მედია-საშუალებებთანაც აქტიურად გამოხატავს საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციებს. საკუთარი წერილით ის ემიგრანტების ნაწილს ეხმაურება. მისი ეს წერილი რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახლდათ, ჰქონდა გაზიარებები და რიგი აგრესული, შეურაცხმყოფელიც და მხარდამჭერი გამოხმაურებებიც. ნაწილი ემიგრანტებისა ამ წერილმა გაანაწყენა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს ეს წერილი არ ეხება მხოლოდ ემიგრანტებს.
ჩვენთან საუბარში გიორგი მიქანაძე აცხადებს, რომ “სულაც არ ეხება ეს წერილი მხოლოდ ემიგრანტებს. მე უბრალოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომელშიც აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ მართებულია. ყველას გვეხება, უპირველეს ყოვლისა მე მეხება. თუ ვინმე არგუმენტირებულ მსჯელობას დაუპირისპირებს, დავაკვირდები, იქნებ აზრიც შევიცვალო. არც პატრიოტობას ვიჩემებ, არც ეროვნულობას ამ წერილით, უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ და ყველაფერს გავაკეთებ ამ აზრის დაცვისთვის. ვისაც არ მოეწონება, 2 ვარიანტია – პირველი: ვერ გაიგო შინაარსი და სიტყვა ემიგრანტის წაკითხვაზე საკუთარ თავზე მიიღო და მეორე: ღიზიანდება ზუსტად ის, ვინც ამ წერილის ადრესატია და ეხება კონკრეტულად. მასთან კი, – არაფერი მაქვს საბოდიშო. წერილი კიდევ შეიძლებოდა გავრცობილიყო და მეტი მსჯელობა, მაგალითები და არგუმენტებიც მომეყვანა, თუმცა, ვფიქრობ ისედაც დიდი გამოვიდა და შევაწუხე ხალხი.”
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“არცერთი ემიგრანტი არ ხართ ეროვნების და სახელმწიფოებრიობის ღირსი, რომელიც არ ფიქრობთ და არ უკავშირებთ თქვენს ცხოვრებას, მოღვაწეობა-საქმიანობას და მომავალს – საქართველოს!
წარმოგიდგენიათ როგორ იარსებებდა ისრაელი ისე რომ მოქცეოდნენ საკუთარ ქვეყანას ებრაელები, როგორც ჩვენ ვექცევით?! უცებ გაჩერდი და დაფიქრდი რა გააკეთა ამ ერმა! არსაიდან ქვეყანა პირველი, მოწინავე ქვეყანა გახადეს. დაირაზმნენ ყველა ქვეყნიდან შეერთდნენ და ახლა მსოფლიოს იმსახურებენ. დასაფასებელია ეს ხალხი. სასწავლი დაგასათვალისწინებელია აქვს ბევრ ქვეყანას ბევრი რამ მათგან.
ჩვენ კი სახელმწიფოებრიობაც გვაქვს, ისტორიაც გვაქვს, კულტურაც, ტრადიცეიბიც, ავად, თუ კარგად გვაქვს, გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. მაგრამ, – გავრბივართ! გავრბივართ იმიტომ, რომ უნარი არ გვაქვს ეს ყველაფერი მოქმედებაში მოვიყვანოთ და ავმოძრავდეთ, ავამუშაოთ. პირველივე კარგ შესაძლებლობაზე ვტოვებთ, გავრბივათ. ან თუნდაც გაურკვევლობა იყოს, წავალთ. წავალთ ოღონდ გავიქცეთ. და რატომ, ვის გაურბიხარ, ვინ მოგვერია? საკუთარ თავს?! ვისთან დავმარცხდით?! რატო?! რატო ნებდები?!
არ ვამბობ ადამიანად არ ვარგიხართ მეთქი, ან პროფესიონალი არ ხართ თქო, ან ღირსეული პიროვნება. მაგრამ, აი, ეროვნების და სახელმწიფოებრიობის ღირსები კი, – არ ხართ ნამდვილად! ანდა კი რაა ღირსება მაშინ, თუ არ შეგიძლია თქვა ვინა ხარ.
ბოდიში, მართლა ბოდიში, ძალიან მწარე სიტყვებია ბევრისთვის – მაგრამ ასეა.
მართლა ასეა.
დაბრუნდით – ყველაზე მეტად წარმატებულები, წელში გამართულები, რეალიზებულები. მოქალაქეობა, ქვეყნის შვილობა, ეროვნება ვალდებულებაა! დაბრუნდით და ყველაფერი გააკეთეთ, რომ სხვები არ წავიდნენ.
ნახეთ რა ხდება ქვეყანაში, პიროვნებით ღორების ღრუტუნი და ნაძირლების დოღია. ერთმანეთს ასწრებენ და ვერ გაუსწრიათ. ყველა ნაძირალა. სხვა ნაძირალასაც სცნობენ და საკუთარი ნაძირლობის გამო, სხვის ნაძირლობაზე ხმას ვერ იღებს. ასე, ნაძირლობიდან ნაძირლობაზე ბრუნავს ქვეყანა! რკორდებს ხსნიან ლაჩრები, სუსტი ნებისყოფის უღირსები. ამ სიბინძურეში ღირსეულ ხალხს ასპარეზზე გამოსვლის ერიდება, ან საკადრის დროს ელოდება. ანდა, როდის უნდა დადგეს ეს დრო, თუ არ იცვლება, – ბრუნავს და ბრუნავ?! გაიგუდება, მოახრჩობენ, გათხვრიან, გაათახსირებენ და ისიც ადოღდება მათთან ერთად, მოყვება ტაშის კვრას ფერხულში.
თქვენც, ნაძირლები ხართ ყველა, – ვინც საქართველოს ღალატობთ სიტყვით, საქმით, ფიქრით, ქმედებითა და უმოქმედობით.
აესე…
ამოვთქვი და გადავკარი შავი ღვინო ძარღვებ დაბერილმა ))
დიდი სიყვარულით.
კიდევ ბოდიში!
P.S. ვიცი ამაზე ბევრი გამაკრიტიკებს. ისე, არ გაიგებენ, როგორც ვთქვი. ეგება, შეურაცხყოფაც მომაყენონ. მაგრამ, ერთი კაცი მაინც თუ დაფიქრდება, ისე როგორი სიყვარულითაც მე ვთქვი, – ღირდა.”
წერს საკუთარ facebook გვერდზე გიორგი მიქანაძე – https://www.facebook.com/gmikanadze
The Tbilisi Times