7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რაც არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისმხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარების გამოხატულება,–ამის შესახებსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი იქნება რიგით მეოთხე, რაც წარმოადგენსსაქართველოსადმი ალიანსის წევრი ქვეყნების მაღალ ინტერესს.
„ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა განხილულ იქნას ვარშავის სამიტის შედეგების დანერგვის განხორციელებისსაკითხები. ვფიქრობთ, ასევე განხილული იქნება ქვეყნის მიერ დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკისგანვითარების კუთხით მიღწეული შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოარის უმაღლესი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ალიანსში, ამიტომ ჩვენთვის ამ ვიზიტს უდიდესიმნიშვნელობა აქვს,“–აღნიშნა პრემიერმა.