ნიდერლანდების სამეფომ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისპროცესში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიდერლანდების მხარემ აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილებაარსებითი პაკეტის კონკრეტული პროექტების იმპლემენტაციაში ნიდერლანდების სამეფოს მონაწილეობასთანდაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოჰანეს დუმამსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში2016 წლის 24 აგვისტოს გამართული შეხვედრის დროს აცნობა.
ელჩის ინფორმაციით ნიდერლანდების სამეფო არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში სხვა პროექტებთანერთად, მონაწილეობას მიიღებს ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (Defence Institution Building School) ფინანსური უზრუნველყოფის პროცესში. კერძოდ, ჩაერთვება აღნიშნული სკოლის სასწავლო პროგრამისჩამოყალიბებაში. შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ზოგადად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისგანხორციელების მიმდინარეობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე.
შეხვედრის დასასრულს დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა იოჰანეს დუმას არსებითი პაკეტისგანხორციელებისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდებისსამეფო კვლავაც გააგრძელებს უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას.