სასტუმრო „რიჩის“ მეპატრონე ზვიად თაბაგარი აცხადებს, რომ ავტობუსის შეჯახებამ სასტუმროს კედელი დააზიანა.
მისი თქმით, შესაძლოა, ავარიის მიზეზი ტრანსპორტის გაუმართაობა იყოს.
სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ შემთხვევა დღეს დილით, 09:20 საათზე მოხდა.
“დილით დამირეკეს თანამშრომლებმა და მითხრეს, რომ ავტობუსი შემოვარდა ეზოში. დაზიანებულია ჩვენი და მეზობლის ღობე. საბედნიეროდ მძიმედ არავინ დაშავებულა. ვფიქრობ, რომ ტრანსპორტის გაუმართაობის ბრალი იყო”, – განაცხადა სასტუმროს მეპატრონემ ზვიად თაბაგარმა.
ისნის რაიონში, სასტუმრო “რიჩის” კედელს სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავტობუსში 16 მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრმა მცირე დაზიანება მიიღო. დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.