საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ დანელია ლევან დავითაშვილმა შეცვალა.
ლევან დავითაშვილი მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა.
ლევან დავითაშვილი დღემდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
ოთარ დანელიამ მინისტრის თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. ოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
მინისტრის თანამდებობაზე დანელია 2014 წლიდან მუშაობდა.