საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 13-14 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სტრასბურგს, სადაც ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს.
მინისტრი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტსა და სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. მათ შორის გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელთან მარია გაბრიელთან.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანს.
შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.