მეტრო
- I ხაზზე (ახმეტელის თეატრი-ვარკეთილი) მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად 60 წუთი სჭირდება (30 წუთი ერთი მიმართულებით), ხოლო საბურთალოს ხაზზე – 30 წუთი (15 წუთი ერთი მიმართულებით);
- თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 000 ტონა წყალს ტუმბავენ;
- I ხაზის სიგრძე 40 კმ-ს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 13,6 კმ-ს;
- საშუალოდ დღეში პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები 400 კმ-ს გადიან, საბურთალოს ხაზზე კი – 311 კმ-ს;
- თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კმ-ს შეადგენს;
- თბილისის მეტროს გვირაბების საერთო სიგრძე (დამხმარე გვირაბებისა და ჩიხების ჩათვლით) 53,7 კმ-ს შეადგენს;
- ყველაზე ღრმა რუსთაველის სადგურია, რომელიც 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს;
- მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კვტ.სთ. დენს ხარჯავს.
ავტობუსი
- ყველაზე გრძელი ავტობუსის მარშრუტია №106 – ორბელიანის მოედანი/კიკეთი – 60,8კმ (მთლიანი ბრუნის სიგრძე);
- ყველაზე მოკლე მარშრუტი № 79 – მუხიანის დასახლება /მეტროსადგური “ახმეტელის თეატრი” – 4,6კმ;
- მთლიანი ბრუნის დროის მიხედვით ყველაზე ხანგრძლივი მარშრუტია № 51 – 2:45 საათი;
- ყველაზე ხანმოკლე მარშრუტი № 79 – 32 წუთი;
- თბილისში 1832 ავტობუსის გაჩერებაა;
- ყველა ავტობუსი ერთად აღებული საშუალოდ დღეში 109 544 კმ-ს გადის;
საბაგირო გზა
- საბაგირო გზის მთლიანი სიგრძე 508 მეტრს შეადგენს;
- საბაგირო გზაზე სულ 7 გონდოლა მოძრაობს – 6 რვაადგილიანი და 1 ხუთადგილიანი;
- გონდოლის მოძრაობის სიჩქარეა 3,5 – 5 მ/წმ;
- რიყედან ნარიყალამდე საბაგირო გზით მგზავრობა საშუალოდ 2,5 წუთი გრძელდება;
- დონეებს შორის სხვაობა საბაგირო გზის ქვედა (რიყე) და ზედა (ნარიყალა) სადგურებს შორის 93 მეტრია.
წყარო: www.ttc.com.ge
ნატალია ჯალაღონია