ევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ანგელა მერკელის თქმით, ერთი სამიტისგან ევროპის ყველა პრობლემის მოგვარება მოსალოდნელი არ არის.
“ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოებით. მოქმედებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესები უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის საკითხებში”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.