სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხორცისა და თევზის ორი საწარმო დახურეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის საწარმოებში მორიგი გეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
“საწარმოებისთვის, რომლებშიც არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები და ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაწესდა კონკრეტული ვადები, ხოლო ორს – შპს “ბაბილონსა” (თევზი და თევზის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება) და შპს “XXI +ერისთავს” (ხორცის პროდუქტების რეალიზაცია) შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000-1000 ლარით დაჯარიმდა.
მათ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე მუშაობის გაგრძელების უფლება არა აქვთ”, _ აცხადებენ სააგენტოიში.
სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.
23.08.13