ავღანეთში 16 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელ, ამერიკელ ჯარისკაცს რობერტ ბალეს, სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.
ბოლო სასამართლო პროცესი გუშინ, ვაშინგტონის შტატში მდებარე ლევის-მაკკორდის სამხედრო ნაწილში შედგა და მართალია ბრალდებულმა მოინანია და ბოდიშიც მოუხადა დაღუპულების ოჯახებს, მაგრამ ამანც არ უშველა და 40 წლის რობერტ ბალე დარჩენილ ცხოვრებას ციხეში დაასრულებს.
გასული წლის მარტის თვეში ბალესმა ერთ ავღანურ სოფელში 16 კაცი მოკლა და მათ შორის 9 ბავშვი იყო.
25.08.13