გუშინ ლიბანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტრიპოლში, შუადღის ლოცვის შემდეგ ბომბებით დატვირთული ავტომანქანებით ტერაქტები განხორციელდა ორ მეჩეთზე.
ტერაქტების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ უკვე 50 კაცს გადააჭარბა, ასეულობით კი დაიჭრა. პრემიერმა ნეჯიპ მიკატიმ და პრეზიდენტმა მიშელ სულეიმანმა მკაცრად დაგმეს რა ეს ტერაქტები, დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ქვეყანაში ერთ დღიანი გლოვა გამოაცხადეს.
ჯერჯერობით ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, მაგრამ, ხელისუფლებას ასადის მხარდამჭერ ძალებზე აქვს ეჭვი.
25.08.13