საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამშეხვედრა გამართა ეუთო–ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან. შეხვედრაზესაუბარი შეეხო ეუთო–სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლოპერსპექტივებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაციასაქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა დაადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. დავით დონდუამყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე და აღნიშნულიპროცესის ფარგლებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაასაქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა,იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
საუბარი აგრეთვე საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. ეუთო-სგენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდმშვიდ და ღია გარემოში მიმდინარეობს. დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ლამბერტოზანიერს საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებისოფისის სადამკვირვებლო მისიის აქტიური მუშაობისათვის.