„ჩვენ გვქონდა განვითარების ოთხი სტაბილური წელიწადი და ამას ვერ ეგუება „ნაციონალური მოძრაობა“. ოთხი წლის განმავლობაში არავის ახსოვს მიტინგი,საკნები და ასე შემდეგ. ქართული საზოგადოება ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს“. ამის შესახებ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ პოლიტიკური დებატებისას ისაუბროს.
„ეს რომ იყოს მხოლოდ ფარულ ჩანაწერზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები, შეიძლებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა. მაგრამ თავად „ნაციონალური მორაობის“ წევრები აღიარებენ ამას. ნებისმიერი ადამიანი,რომელიც უბრალოდ ეცდება ამის გაკეთებას, სასტიკად დაისჯება. ეს არ არის სადისკუსიო საკითხი, ვერანაირი დესტაბილიზაცია ვერ იქნება. შესაძლო იყოს მცდელობა, მაგრამ იქნება მკაცრი რეაგირება.
ერთადერთი გამოცდილება რაც „ნაციონალურ მოძრაობას აქვს“, არის არა სახელმწიფოს მშენებლობის, არამედ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანის, რევოლუციური მოქმედებების. მათ შექმნეს ტიპური ჰობსიანური, ვებერისეული სახლემწიფო,როცა აქცენტი იყო გადატანილი ძალაუფლების გამოვლინებაზე. გვყავდა 24 ათასი პატიმარი, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ცხრა ათასი პატიმარი გვყავს. ეს ჩანაწერი არის გზავნილი არა საზოგადოებისთვის, არამედ მმართველი გუნდისთვის,რომ მოახდინოს პრევენცია.
2003 წელსაც კი,როდესაც ხელისუფლება გადაიბარეს უმუშევრობა იყო 12,3 %, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 15% იყო, უკვე 2016 წელს კი ისევ 12 % გავხადეთ. არავის გაუჩნდეს ილუზია,რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ელემენტარული ნაბიჯი მაინც იყ ოგადაგმული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. მსოფლიო ბანკის კვლევებს ვეყრდნობიდ ა არა საქართველოს სტატისტიკას. 2012-2014 წლებში სიღარიბე შემცირდა 10 %–ით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა,“–განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე