რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში იმყოფება. ის მარიონეტული მთავრობის მეთაურს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. რუსული მედიის ცნობით შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართა.
”საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს” -აცხადებს კრემლის პრეს-სამსახური.
ქალაქ სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ, ანქვაბსა და პუტინს შორის ეს უკვე მეორე შეხვედრაა ბოლო კვირეების განმავლობაში.
დღეს 5წელი გავიდა, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს დღე ოკუპირებულ აფხაზეთში არასამუშაო დღედაა გამოცხადებული.
26.08.13
ნინა პირტახია