მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ, თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლებისპოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არისჩვენი მთავარი გზავნილი დღეს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაპედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ მიულოცა პროფესიული დღესასწაული.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე მისთვის უცხო არ არის, რადგან ოჯახშიორი პედაგოგი ჰყავდა – დედა და ბებია.
“ბებია, ბევრი ათწლეულის განმავლობაში, კომაროვის სკოლაში მათემატიკის პედაგოგი გახლდათ, დედა -უნივერსიტეტის პროფესორი. დედა ცოცხალი აღარ არის, ბებია – 95 წლის არის და ჩემთან ცხოვრობს. არაერთხხელმინახავ სის, საკონროლო რვეულების გასწორების დროს, ჩამოძინებული, ღამოს 02:00 საათზე, მას შემდეგ, რაც მე დაჩემს ძმას უკვე გვამეცადინებდა ხოლმე. ასე, რომ ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომაა, რამხელა თავდადებაა დამინდა, დიდი პატივისცეცმით, ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე”, – მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის, განათლება, სიტყვით და საქმით, იქცა პირველპრიორიტეტად და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.
პრემიერის შეფასებით, ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ განათლების მნიშვნელობა წამოწეულიყო.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება სისტემის დეპოლიტიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
“არ შეიძლება, სკოლებში, უნივერსიტეტებში, დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათიაზროვნება. მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა სამწუხაროდ ჯერკიდევ დაპირისპირებასა დაკონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკასკოლას და განათლების სისტემას. ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე ამის თქმის არ მეშინია, რადგანჩვენი სიძლიერე ამაშ იუნდა იყოს; ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთფოკუსირება განათლების ხარისხზე. ჩვენ ოთხი წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ განათლებაში ხარისხის აწევასანერთად, თეორიული და პრაქტიკული მომზადება დაგვეყენებინა პრიორიტეტად; ასევე, მიზნად დავისახეთ,პატრიოტული სულისკვთების განვითარება სკოლებში, ზოგადსაკაცობრიო ფასებულობების გაზიარება დამოქალაქედ ჩამოყალიბება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სკოლის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ამაზე აუბარი.მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება და მარტო ზოგადი განათლების 348 მლნ ლარით გაიზარდა სკოლებისდაფინანსება; დაფინანსების ზრდამ 54%-ს გადააჭარბა და 2016 წელს, ამ მიმართულებით, 572 მილიონი ლარიშეადგინა”, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დაფინანსებით, განათლება გახდება ერთ-ერთი უმთავრესიპრიორიტეტი.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაიზარდა და კიდევ იზრდება პედაგოგების ხელფასები; 2017 წლიდან საშუალოხელფასი ხდება 800 ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება.
პრემიერის შეფასებით, ცენტრალური ფიგურა უნდა გახდეს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი და მასზე უნდაიყოს ორიენტირებული მთელი სისტემა, სამინისტრო და მთავრობა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ შემოიღო სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უფასოდ უზრუნველყოფა,აღადგინა სოფლად ტრანსპორტირება, სადაც ბავშვებსა და პედაგოგებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლაუწევდათ; სოფლებში კი, სადაც ბავშვები სკოლაში არ დადიდონენ, დღეს დასწრება 95%-ზე მეტად გაიზარდა, რაცძალიან დიდი მიღწევაა.
“ჩვენ დღეს ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ და უმთავრესი, რაც მინდა, გითხრათ, აღარ გვინდა,სიტყვა რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს; გვინდა, ეს სიტყვა დადებით ცვლილებებთან იყოს ასოცირებული,რომლებიც უპირველეს ყოვლისა, თქვენგან იქნება მოწონებუბლი, ყველა თქვენგანთან შეთანხმებული, თქვენი აზრისგათვალისწინებით და თქვენი ჩართულობით გაკეთებული რეფორმა გვინდა ჩვენ; არ გვსურს, თავს მოგახვიოთჩვენი აზრები, რომელიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან; თქვენი გამოცდილება უნდა იყოსამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელსაც გადავდგამთ მომავალში. ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც,რომ მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს მომავალ საქმიანობაში”, – მიმართა პრემიერმაპედაგოგებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სკოლებში ფსიქოლოგის სამსახურისდანერგვა, ექიმის მომსახურების, სპორტის და ფიზიკური აღზრდის აღდგენა, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება დახელმისაწვდომი გახდება. მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ინკლუზიური განათლება, რომელიცმომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება იქნება, რადგან განათლება ყველასთვისხელმისაწვდომი უნდა იყოს.
გიორგი