ფინანსთა სამინისტრო ყოველი თვის შემაჯამებელ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი საქართველოს საგარეო ვალებია, რომლებიც ჩვენი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისათვის საკმაოდ დიდი რაოდენობისაა.
ამ წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს საგარეო ვალების საერთო რაოდენობამ 4,433, 438 მილიარდი დოლარი შეადგინა (10,221,735 მლრდ ლარში).
საქართველოს ,,მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაციისთვის (IDA)” 2, 794,123 მლრდ ლარი აქვს დასაბრუნებელი.
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,499,597 მლრდ ლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD – 64,097 მლნ ლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 205 288 მლნ ლარი;
ევროგაერთიანება (EU) – 25 763 მლნ ლარი;
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 1, 394, 380 მლრდ ლარი;
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს:
ავსტრია – 28 159 მლნ ლარი,
აზერბაიჯანი – 22,910 მლნ ლარი,
თურქეთი – 43,844 მლნ ლარი;
რუსეთი – 186,321 მლნ ლარი;
გერმანია – 625,478 მლნ ლარი;
იაპონია – 472,066 მლნ ლარი;
აშშ- 61,180 მლნ ლარი;
საფრანგეთი – 164,416 მლნ ლარი;
სომხეთი – 26,736 მლნ ლარი და ა.შ.
სულ ორმხრივი კრედიტორების ვალი 1,757,394 მლრდ ლარს შეადგენს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე:
http://www.mof.ge/4933
ნატალია ჯალაღონია