„რეგიონებში, რესურს-ცენტრებში ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა,როგორც 2012 წლის არჩევნების წინ. ზუსტად ისევე მიმდინარეობს პედაგოგების შანტაჟი,დაშინება,როგორც ადრე. ბოლომდე მინდა მჯეროდეს,რომ ბატონი ჯეჯელავა ამ ყველაფრის თანამონაწილე არ არის“. ამის შესახებ „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„მინდა მივმართო განათლების მინისტრს, ბატონ ჯეჯელავას,რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ძალით მიერეკებიან პედაგოგებს სხვადასხვა შეხვედრებზე და იძულებულს ხდიან გააკეთონ კონკრეტული არჩევანი იმის შიშით,რომ მათ დაატოვებინებენ სამსახურს. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ პედაგოგებს აღნიშნული დავალებები ჯეჯელავასგან არ აქვთ მიღებული. ასევე დარწმუნებული ვარ,რომ სუსი არის ამ ყველაფერში ჩართული. მათ ურეკავთ პირადად,სახელობითად, რესურს-ცენტრის უფროსი,რომელიც არის სუს-ის დაქვემდებარებაში.
ჩემი ამოცანა არ არის ვინმეს მხილება, ჩემი ამოცანაა გავაფრთხილო განათლების სამინისტრო,რომ არჩევნების დღეს ყველა მსგავსი შემთხვევა ძალიან მკაცრად იქნება პასუხგაცემული. ჩვენ ყველამ ერთად წარსულში დავტოვეთ ის დრო,როდესაც ადამიანებს აშინებდნენ სამსახურში. ყველას მინდა ვთხოვო, სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე უფრო მძიმე მახასიათებელ თვისებებს ნუ გაიმეორებენ
დარწმუნებული ვარ 2012 წლის 1 ოქტომბრის სიო დღესაც დაქრის ქვეყანაში. ადამიანი არჩევნების დღეს, ხმის მიცემის დროს რჩება მარტო. კარგად იციან,რომ იქ მათ ვერავინ აკონტროლებს. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები დებატებში არ მონაწილეობენ. გუშინ იყო პირველი ასეთი შემთხვევა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“,სადაც ორი თვით ადრე დაგეგმილი დებატების პროექტი გაიმართა. გუშინ უნდა ყოფილიყო სიის პირველი ნომრების დებატები, სამწუხაროდ იქ არც „ქართული ოცნების“, არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები არ მივიდნენ. ხელისუფლება არ მონაწილეობს დებატებში და აბსოლუტურად გარიდებულია სტანდარტულ წინასაარჩევნო კამპანაის. ზესტაფონში იყო ჩამოსული მთელი მთავრობა და გახსნეს ახალი საამქრო, რაც აბსოლუტური ტყუილია. აქ საამქრო დიდი ხანია მუშაობს, სინამდვილეში კი იქ კადრების შემცირება მიმდინარეობს,“-განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მანანა ღოღობერიძე