საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს, -პროექტს, „საქართველოს რკინიგზა“, მსოფლიოში სარკინიგზო შემადგენლობისმწარმოებელთა შორის უმსხვილეს კორპორაცია CRRC-თან თანამშრომლობითგანახორციელებს.
შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დღეს საქართველოსპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
პრემიერის შეფასებით, პროექტი, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და ჩინეთის, ისე – რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი, რომლის შესახებ საინვესტიციო შეთანხმებას ხელი გუშინ მოეწერა.
„ეს პორტი არის სრულიად ახალი სიტყვა და სტრატეგიული ნაბიჯი, საქართველოსსატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით და ჩვენი მთავრობისოთხპუნქტიანი გეგმის – ყველაზე მოცულობითი, სივრცითი მოწყობისმიმართულების განუყოფელი ნაწილია. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომსაქართველოსა და ჩინეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციოურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება. ორიოდე წლის წინ მოეწერა ხელისაქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას, ახალი აბრეშუმის გზის პროექტისმიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოიცავს ძალიანმნიშვნელოვან თანამშრომლობას ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიც არის -ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანზიტი, ლოგისტიკური მიმართულება. ჩინეთისკომერციის მინისტრის ინიციტივით და, ჩვენი შეხვედრის შედეგად, ჩვენ დავიწყეთდა უპრეცენდენტოდ მოკლე – 7 თვის ვადაში დავასრულეთ მოლაპარაკებებითავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის. საქართველოუკვე ძალიან მნიშვნელოვნად ფიქსირდება რეგიონულ რუკაზე, როგორც ყველაზეღია ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები დღეს უკვე ევროკავშირთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან და სულ ახლო მომავალშიმოეწერება ხელი თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთთან. ეს იქნება ძალიანდიდი ისტორიული ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურიურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის კუთხით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, CRRC-თან ერთობლივი პროექტებისგანხორციელებით, საქართველომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა სარკინიგზოინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
„რკინიგზის სექტორში თვისობრივი ცვლილებების განხორციელებაუმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვისდა ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება არის ძალიან მნიშვნელოვანინაბიჯი ამ მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მთლიანობაში,უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალისგამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებისდანერგვას. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზება უაღრესადმნიშვნელოვანია, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ფუნქცია და გავხდეთერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ახალი აბრეშუმის გზაზე“, – განაცხადაპრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისეკონომიკას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს და განვითარებისა დაკეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
გიორგი კვირიკაშვილმა, ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილე ჩინეთის დელეგაციას და დოკუმენტის შექმნაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურიურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადაყვანის მიმართულებით, ძალიანდიდი ნაბიჯია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საუბარია უმსხვილეს კორპორაცია CRRC-თანხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს არა მხოლოდ სარკინიგზოშემადგენლობის შესყიდვა, არამედ, წარმოების დიდი ნაწილი გაწეული იყოსსაქართველოში, რაც ახალ საწარმოო პოტენციალს განავითარებს.
„ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ რეგიონულიდანიშნულების საწარმო, რომელიც რეგიონულ ბაზრებზე ექსპორტისმიმართულებითაც იმუშავებს. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების დინამიკა არისძალიან მზარდი, ბევრი მიმართულებით გვაქვს კარგი მაჩვენებლები. სულ ახლომომავალში მოვაწერთ ხელს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. უკვე გვაქვს ძალიანბევრი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, როგორიც არის ღვინის ექსპორტი. წელს 3მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტსაც არ ველოდებოდით, მაგრამ 8 თვისმონაცემებით, უკვე 3,5 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული. ეს დაახლოებითმესამედია იმისა, რის ექსპორტირებასაც ვახდენთ რუსეთის ბაზარზე. შეგიძლიათ,წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ექსპორტისდივერსიფიკაციისთვის, ასე რომ მოხარული ვარ, რომ ამ ხელშეკრულებას მოეწერახელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ერთობლივ საწარმოში, რომელიც თბილისში აშენდება, წარმოებული იქნება თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის პროდუქცია. „საქართველოს რკინიგზასა“ და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ასინქრონული ძრავით აღჭურვილი 28 ერთეული სატვირთო ელმავლის შეძენასაც გულისხმობს.