„ხან იარაღს ესვრიან, ხან ბომბს აფეთქებენ, ხან უდანაშაულო ადამიანებს კლავენ.ხელისუფლება ამ ჯოჯოხეთს პასუხისმგებლობით არ ეკიდება“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოკა გაბაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ამაზრზენი ვერსიები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სადაც ძალადობის მსხვერპლს აბრალებდნენ დანაშაულს. ეს ხელისუფლების სტილად იქცა,როგორც კორცხელში. ცემა–ტყეპას რა თქმა უნდა ტერაქტს არ ვადარებ, თუმცა როგორც კორცხელის ინციდენტზე იმ წუთიდანვე ამბობდნენ,რომ ძალადობის მსხვერპლი იყო თავად პროვოკატორი. ასევე მოხდა 15 წლის ბიჭის დაღუპვის, ოქრუაშვილზე თავდასხმის შემთხვევაში.
არსად ხელი არ გაგვიშვერია. ჩვენი მთავავრი მოთხოვნაა, რომ საქმის დროული გამოძიება მოხდეს. როგორც მთვაარ ოპოზიციურ პარტიას გვაქვს ჩვენი ეჭვები. გივი თარგამაძე ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსია და სუს-თან მისი დაპირისპირების ამბავი ცნობილია. რამდენიმე დღის წინ მისი ოჯახის წევრებს ბინძურ ჩანაწერებს უგზავნიდნენ და უდებდნენ.
პრემეირ–მინისტრმა გამოძიების დაწყებამდე გააკეთა მინიშნება იმაზე თუ ვისზე აქვს ეჭვი. ეს არის ამაზრზენი, უსირცხვილო ტაქტიკა. მათი პასუხისმგებლობა არის გამოძიება და ამ დროს დაკავებული არიან პოლიტიკური ბენეფიტების, სარგებლის ძიებაში. ამ ვითარებაში პრემიერ–მინისტრი სამარცხვინოდ საუბრობს იმაზე,რომ ადამაინი ჩაჯდა ჰექსოგენიან მანქანაში და თავისი თავი აიფეთქა. ეს არის უზნეობა და ამორალობა . როცა გიორგი კვირიკაშვილი ამბობს,რომ ყველა დაისჯება და მათ არ უშველით არც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და არც იმუნიტეტი, ყველაფერი ნათელია. მართალია იარკლი ღარიბაშვილივით არ ამბობს პირდაპირ, მაგრამ კვირიკაშვილი ივანიშვილის დავალებით ზუსტად იგივეს ამბობს შეფარვით.
ხელისუფლება იქცევა,როგორც უპასუხისმგებლო ხულიგანი და ხელისგამშვერი. არ უნდა იყვნენ დამფრთხალი ხროვა,რომლებიც ოღონდაც პოლიტიკურად გამოძვრნენ და ყველაფერს ჩაიდენენ,“–განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე