„ვერ ვიტყვი ჭეშმარიტებას, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ვერ ვუშვებ იმას,რომ ინციდენტი პოლიტიკას არ უკავშირდება. ქვეყანაში სიტუაციის არევით დაინტერესებულია ასევე მესამე ძალა, რუსეთი. სამწუხაროდ მათ ამ არეულობის შესაქმნელად ნოყიერი ნიადაგი აქვთ შექმნილი“. გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე პარალმენტის თავმჯდომარემ, „უსუფაშვილი–რესპუბლიკელების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ტვ–პირველის“ ეთერში, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მნიშვნელოვანი ტელე–ეთერიდან ერთი საათით ადრე ხდება ეს ყველაფერი. „ნაციონალური მოძრაბის აქციაა დაგეგილი და ზუსტად ერთი დღით ადრე მოხდა აფეთქება. შეუძლებელია არ უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოვლენას,როდესაც პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ არის ეს ჩადენილი და არჩევნებამდე ორი დღეა დარჩენილი. მედია სივრცე ამ ორი ძალის ურთიერთქიშპობის გამო გაჟღენთლია არეულობის, რევოლუციის, გადატრიალების, საბოტაჟის თემებით.
იმედი მაქვს ჩვენი მოსახლეობა არ გამოვა მწყობრიდან და არ დაკარგავს განსჯის უნარს. დარწმუნებული ვარ ამ ფაქტის დამდგმელი ადამიანები გააგრძელებენ ასეთ უმსგავსო ქმედებებს. ეს ადამიანები როგორც ჩანს წამსვლელი არიან კიდევ მეტზე. ამგვარი ქმედებების მიზანი და ამოცანაა ჩვენს არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენა. ეს ყველაფერი უკავშირდება ორ დღეში დაგეგმილ პოლიტიკურ მოვლენას. ვერანაირი სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყება ორ დღეში შესაბამის პასუხებს ვერ გაგვცემს იმ კითხვებზე, რაც ჩვენ გვაწუხებს. ამ ბოროტმოქმედებს სამიზნე უნდა გამოვაცალოთ და ვუთხრათ,რომ არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ გავაკეთებთ და არა იმ ადამაინების სასარგებლოდ,რომლებსაც ახლა თითები აქვთ გაშვერილი და უმსგავსობის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
როდესაც ვიღაცა იტყუება, მიდის ერთ პროვოკაციაზე, ვიღაცა საუბარს იწერს, ვიღაცა გამოამზეურებს, როცა ფარული ჩანაწერებით მიდის ომი, ამის გამო სამართალდამცავი ორგანოების მიმართ იკლებს ნდობა. გავუფრთხლდეთ ჩვენი პოლიციის ,პროკურატურის, სასამართლოსადმი ნდობას. მთელი ეს სისტემა გადაყვანილი გვყავს ვიღაცის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული ჩანაწერის კვლევაზე, არ მოგვივიდეს ისე,რომ როდესაც ყველაზე მეტად დასჭირდება სახელმწიფოს, როდესაც სახელმწიფო იქნება დასაცავი გუშინდელი ფაქტის დამდგმელი გადაგვარებული ადამაინებისგან, ამ დროს არ აღმოჩნდეს სისტემა ყველაზე სუსტი.
იმედი მაქვს ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის,რომ ამ თავდასხმით, აფეთქებით, დივერსიით, ტრაგიკული მოვლენით, მიუღებელი და უმსგავსო ფაქტის შედეგად დაზარალებულ მშვიდობიან მოქალაქეებს დროზე აღმოუჩინონ დამხარება,“–აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე