„ჯარისკაცების შემთხვევაში ითქვა,რომ ისინი ვეღარ დატოვებენ ბაზას და ვეღარ მიცემენ ხმას საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. უტყუარი მონაცემი გვქონდა როგორც სამხედრო მოსამსახურეების ისე პოლიციელების ოჯახებიდან“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რუსთავი-2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„პოლიციელების შემთხვევაში მითითება მასიურად იქნა გაცემული,რომ ყაზარმულზე გადავლენ. იქ იქნებიან დილის რვიდან საღამოს ათ საათამდე და შესაბამისად ვერ მისცემენ ხმას საარჩევნო უბნებზე. სასჯელაღსრულებაზე განცხადება არ გამიკეთებია, შესაძლოა იქაც იყოს ეს პრობლემა.
მათ იციან,რომ ისევე, როგორც მთელ საზოგადოებაში, არც ჯარისკაცებს და პოლიციელებს შორის აქვთ მხარდაჭერა. საზოგადოების მხოლოდ ოც პროცენტს სჯერა,რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის და დანარჩენი ასე არ ფიქრობს,რაც არის ისტორიულად დაბალი ციფრია. ისინი ამაზე წუხან და ივანიშვილისგან და მისი გარემოცვისგან ასეთი აბსურდული და კატასტროფული გადაწყვეტილებები არ გვიკვირს. აღარ დარჩათ დრო , თუმცა წარსულში ბევრი გვინახავს. ეს გადაწყვეტილება მათ ვერ იხსნით, არჩევნებს მაინც წააგებენ.
ეს ხალხი, „ქართული ოცნება“ ხვალინდელი მარცხის შემდეგ უნდა იყვნენ ოპოზიციაში 4 წელი და უნდა იყვნენ ქვეყნის სავარაუდოდ მთავარი ოპოზიციური ძალა. მათი მხრიდან ჯარის და პოლიციის ინსტიტუციებზე ასეთი მოპყრობა ცუდია. აქამდეც ბევრი ზიანი მიაყენეს ამ ინსტიტუციებს და თავის ბოლო ამოსუნთქვაზე კიდევ ასეთი შეურაცხყოფა იქნებოდა ძალიან ცუდი. ეს იყო ჩვენი მოწოდების არსი ივანიშვილის რეჟიმის ბოლო დღეს, რომ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა არ მიაყენონ მნიშვნელოვან ინსტიტუციებს.
ძალიან კარგია თუ გადაიფიქრეს ეს აბსოლიტურად არაკონსტიტუციური,მავნებლური და შეურაცხმყოფელი ბრძანება და მათ მიეცემათ ხმის მიცემის საშუალება. არაფერი იმალება, თუ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიუღიათ, ეს იქნება დანაშაული და ჩვენ მათ მოვუწოდეთ,რომ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ქვეყნისთვის მძიმე შეცდომა არ დაეშვათ,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მანანა ღოღობერიძე