მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მშობლების სწორი მიდგომა აღზრდის საკითხებთან. ჯანსაღი გარემოს შექმნა მშობლების უპირველესი მოვალეობაა. სწორედ, ამიტომ მინდა შემოგავაზოთ 5 მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვთან მიმართებაში:
- გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები
ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალებების შესრულებას, რომელიც მის ძალებს აღემატება. ასე თავიდან აიცილებთ სხვადასხვა ფსიქოემოციურ დარღვევას, არასრულფასოვნების კომპლექსს, გადაღლას. - მიიღეთ მონაწილეობა დავალების შესრულებაში
ოღონდ არა როგორც მოკარნახემ ან დამკვირვებელმა, არამედ ისე, თითქოს თავად გაინტერესებთ შედეგი. მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი მოტივია მოზარდისთვის. - იზრუნეთ მოსწავლის იმუნიტეტსა და სწორ ფიზიკურ განვითარებაზე.
სპორტი, გაკაჟება, ვიტამინების კომპლექსი ის აუცილებელი ფაქტორებია, რაც მოზარდის ჰარმონიულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნველყოფს. - მოახდინეთ მიზნების და სასურველი მიღწევების გამოთქმისას სწორი ფორმულირება
მიზნებისა და მისაღწევი შედეგების სწორ ფორმულირებას არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. “კლასში საუკეთესო უნდა იყო!” “ათიანების გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო!” და მსგავსი ტიპის მოთხოვნები დამთრგუნველი და მატრავმირებული უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი. - ფაქიზად მოებყარით მოზარდის პირად ცხოვრებას
განსაკუთრებით ფაქიზ დამოკიდებულებას საჭიროებს მოზარდთა სასიყვარულო ურთიერთობა. ესაა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გრძნობა. ამიტომ როცა ამ გრძნობას მესამე პირი უხეშად ეხება, მოზარდში ჩნდება უარყოფითი ემოციები, მოზარდი სასოწარკვეთილია და ეუფლება უსამართლობის განცდა, რაც შეიძლება მშობელს არასოდეს არ ეპატიოს.
ხშირად ხდება, რომ მშობლები ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს ყურადღებას არ აქცევენ. არის ხოლმე პოზიციაც „ეს ხომ მარტვია“ ან „ეს ხომ ვიცი“. მაგრამ სტატისტიკა გვაჩვენებს საპირისპიროს, სწორედ ამიტომ „დავითიანნის“ ფსიქოლოგიის ცენტრში ფუნქციონირებს მშობეთა სკოლა. სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ, როგოც მშობლებთან ასევე ბაღისა და სკოლის მასწავლებლებთან. კურსზე ბავშვებთან ურთიერთობასაც კი სწავლობენ. ვფიქრობ, არც ისეთი დიდია ერთ თვიანი კურსი მაგრამ საკმაოდ არის დატვირთული საკითხებით, ამიტომ მნიშვნელოვნად ეხმარება მშობლებს და აღმზრდელებს ბავშვებთან მუშაობაში. „დავითიანნის“ მშობელთა სკოლა არის სახლი, სადაც გელოდებიან.
ავტორი: ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე