ჩინეთის პოლიცია იძიებს საქმეს, რომელიც ბერძნული კაკლის მასობრივ ფალსიფიცირებას ეხება. მოხერხებულმა თაღლითებმა მოახერხეს და კაკალი ცემენტისგან დაამზადეს. იმისათვის რომ შიგნიდან ქვებს ხმა არ გამოეცათ მათ ის ქაღალდებში გაახვიეს.
ამგვარ ფაქტს პოლიცია პირველად წააწყდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ “ჩინურ კაკალს” ბევრი მყიდველი უჩივის. გაყალბებულ კაკალს ძირითადად ადგილობრივი გადამყიდველები ყიდდნენ. ჯერ-ჯერობით ამ მცირედი არეულობის სულისჩამდგმელები პოლიციას არ გამოუვლენია.
წყარო: saintereso.com
მარიამ ფანჩულიძე