„5 %–იანი ბარიერი, როგორც შედეგი ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. თუმცა პარტიისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საპარლამენტო ტრიბუნა, რათა გამოვიყენოთ კონკრეტული მიზნებისთვის“. ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემ „რუსთავი–2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„22– ში ჩვენს მხარდამჭერებთან შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, სადაც არჩევნებში ჩვენი შედეგის მიზეზებზე და ხარვეზებზე ვიმსჯელებთ. უმთავრესი პრობლემები და კითხვები არის ხელისუფლების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართულებთ.
გამოვრიცხავ, რომ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს გარეთ დარჩეს. საარჩევნო უბნების ასი პროცენტი დათვლილია, ექვსი უბნის შდეგები ბათილად გამოცხადდა, თუმცა ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია. დარჩენილია რამდენიმე განსახილველი საჩივარი, რომელიც არსებითად ვერ შეცვლის სიტუაციას. ამდენად 5.1 % თუ მოიმატებს, თორემ კლების თვალსაზრისით შედეგი არ გვექნება. ამიტომ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფნა საქართველოს პარლამენტში გარდაუვალია.
საერთაშორისო და ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა ეს არჩევნები დადებითად შეაფასეს. თუმცა ჩვენ გვაქვს ბევრი შეკითხვა, მათ შორის აჭარის ექვს ოლქთან დაკავშირებით. პირველ ოქტომბერს აჭარაში ჩვენს აქციაზე ამომრჩეველთა რიცხოვნობა მაღალი იყო. დაახლოებით 28 ათასი ადამიანი და ამ ფონზე ექვსი დღის შემდეგ ვგებულობთ, რომ არჩევნებში ხმას მხოლოდ 8500 ადამიანი გვაძლევს, რომელიც ექვი დღის წინ ერას მოედანზე სულ სხვა რამეს ადასტურებდა,“–განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
მანანა ღოღობერიძე