„პარლამენტში არ შეგვიშვეს, ხმები გაგვინულეს, მაგრამ მაინც ჩვენი ლანდი არ ასვენებთ და მთავრობის სხდომებსაც ჩვენ გვიძღვნიან. ჯობს იყო ხმა წარსულიდან, მაგრამ ზნეობრივი და ეროვნული, ვიდრე იყო ხმა დღევანდელობიდან, მაგრამ იყო ივანიშვილის საინფორმაციო ღრუ, ივანიშვილის მევალე“. ასე გამოხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ლტოლვილტა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებას. შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში, გადაცემა „კურიერში“ ისაუბრა.
„პატრიოტთა ალიანსს“ არავინ განიხილავს დამოუკიდებელ-პოლიტიკურ ძალად. ის ისეთივე სატელიტია ბიძინა ივანიშვილის, როგორც თავის დროზე იყო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მიხელ სააკაშვილის. როგორც კი „ნაცინალური მოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, ამ პარლამენტს უწერია მოკლე დღე და მაქსიმუმ გაზაფხულზე მივიღებთ ახალ პარლამენტს. სხვა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არ წავა ქვეყნის უმაღლესი ეშელონიდან. „ნაციონალურ მოძრაობას“ ღმერთმა მისცა შესაძლებლობა რომ ცოტა მაინც ჩამოირეცხოს ის ცოდვები,რომელიც 9 წლის მანძილზე დააგროვა და ეს შანსი მათ უნდა გამოიყენონ თუ აქვთ თვითგადარჩენის უნარი. არ უნდა იმოქმედონ ბოკერიას და ბარამიძის ჭკუით,რომლებიც არიან ალიანსში ბიძინა ივანიშვილთან.
„როგორც კი „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებით, მოსყიდვით, ძალადობთ, რეპრესიებით ამხელა რაოდენობით პარლამენტში გასული ხელისუფლებით, უზურპატორობით დარჩება მარტო პარლამენტის ტელეეკრანთან და თავის პულტებთან, მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმურობა მსოფლიო არენაზე. ის იძულებული იქნება ჩაატაროს ახალი არჩევნები. არჩევნების წინა დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შევიდნენ უშუალოდ ოჯახებში, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შესთავაზეს 150 ლარის ოდენობით თანხა, რომ მათგან ხმა მიეღოთ. ჩვენ ყევლაფერი დავაზუსტეთ, ამ ხერხით „ქართულმა ოცნებამ“ ნახევარი მილიონი ხმა მიიღო. მოსყიდვა და კორუფცია არის მკაცრად დასჯადი. ეს არის ადამიანთა უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ეს არის ორმაგი დანაშაული არა მხოლოდ კანონის, არამედ მორალის წინაშე,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე