შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონელმა კოლეგებმა საჩუქრად გადმოსცეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა: სასუნთქი აპარატი, კომპრესორი 330 ბარიანი შიდაწვის ძრავით, საჰაერო დამბერავი, რეზისტენტული ქიმიური ტანსაცმელი, აალებადი აირების და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამომცნობი აპარატი, მულტი-გაზის და სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნივთიერებების დეტექტორი, ინფრაწითელი კამერა და სხვა.
დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, პროექტის – “საქართველოში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში სპეციალიზებული შველის განვითარება” ფარგლებში, პოლონელმა ექსპერტებმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის ტრენინგები ჩაატარეს, რაც მიწისქვეშა ობიექტებზე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. აღნიშნული ტრენინგები ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასა და საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად ხორციელდება და ხელს შეუწყობს სამაშველო ოპერაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.