“ბატონი თამაზ ნავერიანი გაუნათლებელია და მოსახლეობას არ სჭირდება გაუნათლებელი ადამიანი საკანონმდებლო ორგანოში. მარნეულში 4 წლის განმავლობაში არაფერი კეთდებოდა. ჩვენ არ ვფიქრობთ მარტო ჩვენს კეთილდღეობაზე, ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს კეთილდღეობაზე. ხალხმაც იცის, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ პარლამენტში”. ამის შესახებ მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა “რუსთავი 2”-ზე,გადაცემა “არჩევანი 2016”-ის ეთერში ისაუბრა.
“მარნეულის მოსახლეობა ფიქრობს საქართველოზე და არა მხოლოდ კეთილდღეობაზე, მოსახლეობას სჭირდება ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური უკუსვლა მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. აქ მოსახლეობას სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.
“ქართული ოცნებისგან ყველაფერს ველოდით.ვიცოდით, რომ არეულობას აწყობდნენ. ეს დადასტურდა 22 ოქტომბერს 48-ე უბანზე, სადაც ამბობდნენ რომ ვითომ ჩვენ გავაყალბეთ იმიტომ ,რომ “ქართული ოცნება” იგებდა. სინამდვილეში სუ სხვა რეალობა იყო და ამით დადასტურდა, რომ “ქართულ ოცნებას” აწყობდა არეულობა. ეს აწყობდა მათ კანდიდატებსაც. მოლოდინი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” მეორედ გააკეთებს იმას, რაც მოხდა 8 ოქტომბერს. მათ სურთ, რომ მართონ ერთპიროვნულად ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ, რომ დავიცვათ ამომრჩევლების ხმები და მოვიგოთ არჩევნები.
ამ ძალისგან ყვლაფერი მოსალოდნელია.ივანიშვილს სურს, რომ ჰქონდეს კონსტიტუციური უმრაცვლესობა, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ აუცილებლად ერთმა კაცმა კიდევ ერთი უნდა მოიყვანოს არჩევნებზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის საშუალება არ მივცეთ,”-განაცხადა იმამყულიევმა.
მანანა ღოღობერიძე