ევროპის ადამიანის უფლებების სახაროვის სახელობის ჯილდო ორ იეზიდ ქალს გადაეცა, რომლებიც ერაყიდან ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მონობას გამოექცნენ და ამის შესახებ მსოფლიოს უამბეს.
ნოდია მურად ბასე და ლამია აჯი ბაშარი ალდე ჯგუფის მიერ იყვენენ ჯილდოზე ნომინირებულები, როგორც ყველაზე მამაცი ქალები წარმოუდგენელი სისასტიკის პირისპირ. სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეაჩერა მათზე არჩევანი კომიტეტმა.
იეზიდი ქალების დაჯილდოებას ტვიტერზე გამოეხმაურა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი. ბრძოლა ღირსებისა და სამართლიანობისთვის – ასე შეაფასა ორი იეზიდი ქალის აქტიურობა მარტინ შულცმა.
2014 წლის შემდეგ ისლამური სახელმწიფოს სისასტიკეს ერაყის ქალაქ სინჯარიდან ათობით ათასი იეზიდი გამოექცა. ვინც თავს ვერ უშველა ტყვეობაშ ჩავარდა და ისინი ამ დრომდე ტერორისტების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ ცხოვრობენ.
ნადია მურად ბასე ერთ-ერთია იმ ქალებს შორის რომელმაც ხმამაღლა და დაუფარავად დაიწყო იმ სისასტიკის შესახებ საუბარი რისი გამოვლაც მოუხდა. მან ისლამურ სახელმწიფოს საერთაშორისო ტრიბუნალზე. მის უფლებებს კი ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯორჯ კლუნის ცოლი, ამალ კლუნი იცავს.
წყარო: ginsc.net