“სამინისტროებში იქნება შიდა სტრუქტურული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება კონსერვატიული მიდგომა. დახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ვინმე კარგად ვერ ასრულებს სამუშაოს”. მინისტრთა კაბინეტის შესაძლო ცვლილებებზე და დავით უსუფასვილის გადაწყვეტილებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვიკლმა “ქრონიკასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები გაიმართება იმ უმრავლესობასთან ერთად, რომელიც მეორე ტურის შედეგად ჩამოყალიბდება. დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. კონსულტაციები უკვე ყველა მინისტრთან გამართულია. ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება დინამიური, ავიღებთ მაღალ სიჩქარეს, რომ ოთხი წლის თავზე მივიღოთ თვისობრივად და ხარისხობრივად გამართული ქვეყანა.ცვლილებები რამდენინე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიმაჩნია. სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები არ მინდა რომ გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები. გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი სიჩქარე ავკრიფოთ და ასეთი ტიპის ცვლილებები როგორც წესი სიჩქარეებს აგდებს.
ძალიან გულდასაწყვეტი იყო “რესპუბლიკური პარტიის” ბოლო ნაბიჯები, როცა მათ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ცალცალკე მიგვეღო. მას შემდეგ დაიწყო არაადეკვატური შეტევითი კამპანია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების დრო არ არის, ამიტომ მხოლოდ დასანანია “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო კამპანიის და რიტორიკის ასეთი განვითარება. დასანანია დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებაც. რა თქმა უნდა პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა არამგონია მას თანამშრომლობის სურვილი ჰქონდეს. დავით უსუფაშვილი უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში.
ის,რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას” ჩემთვის შესაძლოა იყოს უბრალოდ სამწუხარო, მაგრამ ეს არის ფაქტი და მოსახლეობის ნება, არჩევნების შედეგი. მთლიანობაში ეს არჩევნები იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და 2012 წელთან შედარებით დიდი პროგრესი. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს” და ნინო ბურჯანაძეს, ამ პოლიტიკურ ძალებთან, რაიმე ტიპის თანამშრომლობა გამორიცხულია. ჩვენ სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულება გვაქვს. მხოლოდ იმის დეკლარირება,რომ მე პროდასავლური პარტია ვარ, არასწორია. მხოლოდ “ქართული ოცნება” ისრწაფვის ნამდვილად ევროპული დემოკრატიის დამტკიცებისკენ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე