გემი სახელად “Любовь Орлова” 1976 წელს იუგოსლავიაში ააწყვეს. მას 2010 წლამდე კომპანია “Quark Expeditions” ფლობდა თუმცა რიგი დარღვევების გამო 2010 წელს გემი კანადაში დააკავეს, 2012 წელს კი იგი დომენიკის რესპუბლიკაში გაყიდეს.
როცა გემი კანადიდან დომენიკის რესპუბლიკაში გადაჰყავდათ, ძლიერი შტორმი ამოვარდა, თოკები რომელთა მეშვეობითან გემი იყო დამაგრებული გაწყდა და “Любовь Орлова” ოკეანეში დარჩა. მას შემდეგ ეს გემი ატლანტიკის ოკეანეში თავის ნებაზე გადაადგილება. უცნაური ის არის, რომ ის მოულოდნელად ქრება. მისი ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
უკანასკნელად “Любовь Орлова” ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში შენიშნეს თუმცა მხედველობის არიდან ის მალევე გაქრა. როგორც უკანასკნელი ექსპედიციის წევრი, ალექსანდრ ზორინი იხსნებს, ‘Любовь Орлова-ზე” დაკავებამდეც უცნაური ამბები ხდებოდა. ადამიანთა უმეტესობა უჩვეულოდ იქცეოდა.
“Любовь Орлова-ს” თავს დამტყდარი მოვლენები რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, არ გამკვირვებია. მისი ოკეანეში გადაადგილება ისე რომ მას ვერავინ ამჩნევს მისტიკურობაში გადადის”
მანამდე სანამ “Любовь Орлова” “თავის ნებაზე ” დახეტიალობს, სპეციალისტები მასზე ნადირობას განაგრძობენ.
წყარო: saintereso.com
მარიამ ფანჩულიძე