ფსიქოლოგი გიორგი დონაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:
,,მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ფაქტი, რომელსაც დღეს შევესწარი „შემოიხედე გენაცვალეს“ ვაკის ფილიალში ( ჭავჭავაძის გამზირი) – ჩემს თვალწინ სამსახურიდან დაითხოვეს ახალგაზრდა გოგონა ( სავარაუდოდ მიმტანი). ეს ხდებოდა საჯაროდ,მომხმარებელთა თანდასწრებით – „სასწრაფოდ ჩაიცვი ახლავე და წადი აქედან“ ამ სიტყვებით „გააცილა“ (უფრო სწორად გააგდო) სამსახურიდან (სავარაუდოდ) მენეჯერმა მომსახურე პერსონალი. აშკარა იყო ის, რომ ეს ადამიანი მომხმარებელთა მომსახურების დროს თანამშრომელს მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, გაიგონა როგორ უწოდა „დებილო“.
როცა მომსახურე პერსონალს ვთხოვე მენეჯერისთვის დაეძახნა, ძლიერ შეშინდა (ესეც საგულისხმო ფაქტი მგონია) და თავად მომიხდა მასთან მისვლა – ცხადია, გამოვხატე პროტესტი იმ ფაქტის მიმართ, რასაც შევესწარი, ვუთხარი, რომ ეს დისკრიმინაციაა და ა. შ. საკმაოდ აგდებულად მიპასუხა, გაღიზიანდა და მოკლედ, რომ იტყვიან ჩემი ადგილისკენ მიმითითა – „თქვენი უფლება არ არის ეს, თქვენი უფლებაა ჭამოთ ხინკალი!… კიდევ ერთი საგულისხმო რამ, რაც ჩემს პროტესტზე მომიგო – „შეიძლება ოფიციანტი შეეწინააღმდეგოს მენეჯერს?!“
ჩემი აზრით ის, რაც დღეს ვნახე, არის სტრუქტურული ძალადობის მაგალითი, აღარ ვსაუბრობ შრომით კოდექსზე (ეს ალბათ ცალკე სამართლებრივი საკითხია) და როგორც ჩანს ამ დაწესებულებისთვის ტიპური მოვლენაა.
მოგმართავთ ჩემს მეგობრებს – იურისტებს, უფლებადამცველებს, ყველას – ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და თქვენი რჩევისა და მხარდაჭერის იმედი მაქვს.
დიდი მადლობა!”