ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ აბადი აცხადებს, რომ ბაღდადი თურქეთს მტრად განიხილავს. ამის შესახებ ერაყის პრემიერმა, დასვალური მედიის ცნობით, ადგილობრივი ტელეარხების ეთერში განაცხადა. აბადიმ თურქეთი გააფრთხილა, რომ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში კონფრონტაციისგან თავი შეიკავოს.
აღნიშნული განცხადება ჰაიდერ აბადიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შირნაქის პროვინციაში, ერაყის საზღვართან ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა განათავსა.
“ჩვენ არ გვსურს ომი და არ გვსურს კონფრონტაცია”, – განაცხადა ერაყის პრემიერმა და აღნიშნა, რომ ბაღდადი მომზადებულია შეტაკებებისთვის.
“ჩვენ ანკარას მტრად განვიხილავთ და მის მიმართ შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა აბადიმ.
როგორც მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, ანკარა არ გამორიცხავს ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესაძლებლობას.