“მე ვისაუბრებ ყველაფერზე, რაც ჩემთვს არის ცნობილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოძიებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ, მაგრამ ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება მიიღება ზემოთ და ეს იქნება ნეგატიური, სახელმწიფოსთვის სასარგებლო”. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, “ტვ-პირველზე”, გადაცემა “ინგა გრიგოლიას დღს ამბებში” ისაუბრა.
“ეს არის მეათე შემთხვევა, როდესაც ვიკითხები იმის გამო, რომ ჩემი საუბრები გახდა საჯარო ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უკანონოდ. რიგ შემთხვევებში ეს იყო ჩემი პირადი ინფორმაციის მოპოვება და გასაჯაროვება, ყველა ვითარებაზე მაქვს პასუხი და მივცემ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კიბერდანაშაული რთული გამოსაძიებელია, თუმცა არც იმდენად რთული, როგორც წარმოაჩენენ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში საკმაოდ ბევრ კვალს ტოვებს კიბერდამნაშავე და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მოკლე ვადებში, თუმცა ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. სავსებით შესაძლებელი იყო აქამდეც ჩამოეყვანათ უცხოელი სპეციალისეტები. თუ სააკაშვილის საქმის გამოსაძიებლად ჩამოიყვანეს უცხოელი კონსულტანტები, აქამდეც შეეძლო სახელმწიფოს ჩამოეყვანა ის ადამაინები, რომლებიც უდაოდ ფლობენ კიბერდანაშაულის გახსნის კვალიფიკაციას. ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დროს სახელმწიფომ ჩამოიყვანა უცხოელი ექსპერტები იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი ყოფილიყო ძალიან მაღალი და ექსპერტიზა უტყუარი. მაშინაც სახელმწიფოსთან იყო შეკითხვები, აქაც ბევრი კითხვაა. პირადად მე სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ეს ქმედებები სახელმწიფოს მიერ არის განხორციელებული. უნდა ჩამოეყევნათ მიუკერძოებელი ექსპერტები, რომლებიც დაადგენდნენ სიმართლეს. ეს ასე არ მოხდა და ეჭვს კიდევ ერთხელ ამყარებს.
ხელისუფლება დღეს ძალინ მძიმე მდგომარეობაშია, ყველა საარჩევნო დასკვნაში აისახა ეს საკითხი, როგორც პრობლემა. ხელისუფლებამ უნდა ახსნას ის ისტერია, რომელიც მან შექმნა წინასაარჩევნოდ, როდესაც ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ იგეგმება გადატრიალება, მასობრივი დესტაბლიზაცია. არანაირი პოზიტიური მესიჯები არ ყოფილა, პირველ პირს, პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია არანაირი დებატები, ერთადერთხელ მოვიდნენ ტელევიზიაში და დასმულ კითხვებზე სრულიად არაადეკვატური, სამარცხვინო რეაქცია ჰქონდათ. მათ უნდ ა ახსნან საიდან ჰქონდათ ეს ინფომაცია, სადამდე მივიდა გამოძიება, რომ აანონსებდნენ შეთქმულებას. ამის ახნა ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მოუწევს.
თურმე სახელმწიფო გადატრიალებას ჩვენც ვგეგმავდით “რუსთავი 2”-ის ეზოდან. ჩვენ გავიმარჯვეთ სამართლიანი გზებით, არანაირი ბარიკადები არ ყოფილა. ეს რიტორიკა და ისტერია იყო წინასაარჩევნო მეთოდიკა. ამით მათ ტერორში ამყოფეს ამომრჩეველი და მედია. რას საუბრობს ნიკა გვარამია, არ ნიშნავს რომ ეს არის “რუსთავი 2″-ის აზრი, აქ გადაწყვეტილებები არ მიიღება მხოლოდ ერთ თავში, აქ გადაწყვეტილებები მიიღება კოლექტიურად. იან კელის ვიზიტი ადასტურებდა, რომ რუსთავი 2 არის ბოლო პლატფორმა ქართული დემოკრატიისთვის,”-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მანანა ღოღობერიძე