“ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის, თუნდაც რადიკალურად განწყობილის მოსაზრება იქნება გაზიარებული. მათ თავისი საქმის იციან, პარტიის შიგნით როგორ დაალაგებენ ურთიერთობებს, ჩვენ ამაში არ ჩავერევით”, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შესაძლო განახლებაზე, მომავალ საპარლამენტო გეგმებზე და სავარაუდო კანდიდატებზე “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ღია ეთერში” ისაუბრა.
“პარლამენტს შიგნით ნებისმიერი მათი წინადადება, თუ ის იქნება კონსტრუქციული, იქნება მისაღები და ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელებთ. მთავარია ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებში შედიოდეს.
ამ მოწვევის პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები პროგრამის სახით ჩამოვაყალიბეთ. დემოკრატიის ხარისხის კიდევ უფრო მეტად აწევა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეონომიკის, სოციალური ფონის გაუმჯობესება არის მთავარი პრიორიტეტები. ჩვენს მიერ მიღებული ნორმების, კანონპროექტების ცხოვრებაში რეალიზებამ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების კეთილდღეობა. ნელ-ნელ პროგრესისკენ უნდა წავიდეთ
სანამ საპარლამენტო სესია გაიმართება და დამტკიცდება თანამდებობები, რამდენიმე დღეში კანდიდატები გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები და ჩამოვყალიბდებით თუ ვის წარვადგენთ საპარლამენტო თანამდებობებზე. არ იქნებიან მხოლოდ ახალი სახეები, რაც მთავარია ყველა იქნება ღირსეული კანდიდატი. არ გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ კანდიდატების შესახებ მხოლოდ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიგებენ.
ირაკლის უკვე დაუგროვდა გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება, ის ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და საკმაოდ კარგი თანამშრომელია. ის არის კონსტიტუციონალისტი და აბსოლიტურად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. ვფიქრობ ის ერთ-ერთი საუეთესო კანდიდატი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. პარლამენტის თავმჯდომარეებად არ იბადებიან, ადამიანებს რომლებსაც აქვთ გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ის თვისებები, რაც ირაკლის აქვს, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანანა ღოღობერიძე