“ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში და ოქტომბერში ბევრი დოლარი გახარჯა კურსის შესანარჩუნებლად, რომ გადაეფარა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა. ეროვნული ბანკის ქმედებებმა კურსის გაუფასურება უბრალოდ გადაავადა. რაც არჩევნებამდე უნდა მიგვეღო, იმ შედეგებს დღეს ვიღებთ”. ამის შესახებ ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “შაბათის კურიერის” ეთერში” ისაუბრა.
კურსის გაუფასურებას იწვევს ისევ ის ფაქტორები, რაც იწვევდა აქამდე. ახალი მიზეზების შემოტანა, მათ შორის ერთჯერადი ტრანზაქციები, არ არის სწორი. დოლარის შემოდინება საქართველოში არ არის ისეთი მაღალი, როგორიც გვჭირდება .ფაქტი ერთია, რომ რაც არ უნდა იყოს საგარეო პრობლემები, მთავრობის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ საგარეო პრობლემებს თავი გაართვას ისე, რომ მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი არ დაზარალდეს. საქართველო უნდა გახდეს ბევრად მიმზიდველი ქვეყანა იმისთვის, რომ შემოვიდეს მეტი დოლარი.
ხელისუფელბამ უნდა გაზარდოს ეკონომიკური თავისუფლება. საქართველო უნდა გახადაოს მიმზიდველი არა მხოლოდ ინვესტორებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. ამას სჭირდება არა ახალი რეგულაციების დაწესება, პირიქით გახსნა. მოგების გადასახადის რეფორმა კარგია, თუმცა არ არის საკმარისი. 2017 წლის ბიუჯეტით აუთვისებელია 300 მილიონი ლარი და უნდა მოხდეს კონკრეტულად გაწერა. უნდა ვისაუბროთ არა სახელმწიფო ვალზე, არამედ სამთავრობო ვალზე, რომელსაც მთავრობა იღებს. ეს არაფერ შუაშია იმასთან, რომ გვიწევს გადახდები და ამიტომ უფასურდება ვალის კურსი. სამთავრობო ვალი გაზრდილია, ასცდა 42 %-ს.
ინფლაცია არ გვაქვს, თუმცა მოხმარების პროდუქტების 60 %-ზე მეტი არის იმპორტირებული პროდუქცია, დოლარში ყიდულობ და შემდეგ ლარში ყიდი, ეს საბოლოო ჯამში იწვევს ფასების ზრდას.
ყველა მთავრობას ამოჩემებული აქვს ლარიზაცია. ძალიან მარტივი გამოსავალია თავისუფალი სავალუტო სისტემა, როცა ყველას შეუძლია გამოიყენოს ის ვალუტა, რაც მას სურს. იმედი მაქვს მემარჯვენე პოლიტიკური ძალები ამ საკითხს დაუთმობენ ყურადღებას,”-განაცხადა ხორგუაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე