საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოსთანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.
„მსურს, გულწრფელად მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატებისსაპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს. ამერიკელმა ხალხმა ხმამისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატებისგაძლიერებისკენ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენიურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. ურთიერთნდობის წლებმასაფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულპარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთთანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთანმშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლებისუზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.