ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 14-21 სექტემბერს გამართა შეხვედრათა ციკლი რელიგიურ გაერთიანებებსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ხუთ პოლიტიკურ პარტიასთან: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის/ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ TDI-ს კვლევის მოკლე მიმოხილვას.
გამართულ შეხვედრებზე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიერ დასმული კითხვები შეეხებოდა იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც რელიგიური უმცირესობები ყველაზე ხშირად აწყდებიან საქართველოში. ესენია:
- სახელმწიფოს რეაგირება სამართალდარღვევებზე;
- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო;
- მუსლიმთა დევნა;
- ბათუმში მეჩეთის მშენებლობა;
- რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება;
- საბჭოთა დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
- ჩამორთმეული ქონების დაბრუნება;
- რელიგიური ნეიტრალობა საჯარო სკოლებში;
- რელიგიური ნეიტრალობა საჯარო სამსახურში;
- საკულტო ნაგებობების მშენებლობა.
თავის მხრივ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მათ გააცნეს თავიანთი ხედვა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.
ქართული ოცნება
კველევაში ნათქვამია, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის ზრდა და სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება დანაშაულებზე რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული ერთ-ერთი მათავარი პრობლემაა, რაზეც ქართული ოცნების წარმოადგენლებს შეფასება არ გაუკეთებიათ, მხოლოდ ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რელიგიური გაერთიანებების მხრიდან ღიაობის აუცილებლობას. ისინი რელიგიის სააგენტოს დაფუძნებასა და მის საქმიანობას დადებითად აფასებენ.
უნდა აშენდეს თუ არა ახალი მეჩეთი ბათუმში ? ამ კითხვაზე პარტიას პასუხი არ აქვს. მათ ასევე თავი შეიკავეს მუსლიმთა დევნის ფაქტებზე საუბრისგანაც. არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია რელიგიური დენომინაციებისთვის სახელმწიოფო ბიუჯეტიდან დაფინანსების პოლიტიკასა და საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციასთან დაკავშირებით. სამომავლოდ აპირებენ საჯარო სკოლებსა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვას დიდი ყურადღება მიაქციონ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიოფოს რეაგირებას უარყოფითად აფასებენ და პრობლემად პოლიტიკური ნების არარსებობას ასახელებენ. მათი აზრით, აუცილებელია პოლიციაში სპეციალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც მსგავსი ტიპის დანაშაულებზე იმუშავებს. უარყოფითად აფასებენ რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და თვლიან, რომ სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან ბიუროკრატიული აპარატია. მათი თქმით, ბოლო პერიოდში მუსლიმთა დევნამ სისტემური ხასიათი მიიღო, ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებებია. ბათუმში მეჩეთის მშენებლობას სახელმწიფო არ უნდა უშლიდეს ხელს. პარტიას მიაჩნია, რომ რელგიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებობდენ. დენომინაციათა იერარქიზაცია მიუღებელია და თუკი საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციას იღებს ოთხი რელიგიური თემი, მაშინ დანარჩენებსაც უნდა აუნაზღაურდეთ ზიანი. სადავო საკულტო ნაგებობეის სტატუსი უნდა გაირკევს და დაუბრუნდეს მის ისტორიულ მფლობელს.
პარტიის თქმით, ხშირია საჯარო დაწესებულებეში რელიგიური სიმბოლიკის განთავსება, რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებში და ა.შ. საჯარო სკოლებში, უნდა მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება და რელიგიურ ნეიტრალიტეტის დარღვების ფაქტზე მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით ეფექტური რეაგირება.
თავისუფალი დემოკრატები
როგორც კვლევიდან ჩანს, პარტია რიგ კითვებზე ან საკმარის ინფორმაციას არ ფლობს ან თავს იკავებს შეფასებისაგან. თავისუფალი დემოკრატები თვლიან, რომ საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრობლემა არსებობს, რაც ამ სფეროში განათლების ნაკლებობითაა გამოწვეული. ხელისუფლების მიერ 4 რელიგიური დენომინაციისთვის თანხის გამოყოფა საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიზნით უთანასწორობის აღმოფხვრისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამავე დროს ამბობენ, რომ სახელმწიფო დაფინანსება ყველა რელიგიურ დენომინაციას უნდა შეუწყდეს. აღნიშნავენ, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს თუ ამის საჭიროება არსებობოს. რაც შეეხება, რელიგიის სააგენტოს, მისი საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებენ და თვლიან, რომ მსგავს ორგანიზაციებს სახელმწიფო ყოველთვის საკუთარი პოზიების განსამტკიცებლად გამოიყენებენ.
რესპუბლიკური პარტია
პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას სამართალდამცავები არ არიან მიუკერძოებელნი და არ ხდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. დადებითად აფასებენ რელიგიის სააგენტოს შექმნის იდეას, როგორც ამბობენ უწყების პრობლემას „სააგენტოს თანამშრომლებისა და ხელმძღავნელის საბჭოთა შეხედულებები და ღირებულებები ქმნის“. ემხრობიან ბათუმში მეჩეთის მშენებლობას. სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს არ უნდა აფინანსებდეს, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი ყველასთვის შესაბამისად უნდა დაითვალონ და აანაზღაურონ. სადავო ქონებაზე დავები სასამართლომ უნდა გადაჭრას. ამბობენ, რომ სკოლებში არსებობს რელიგიური ინდოქტრინაციის პრობლემა, სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ ზოგადი განათლების სისტემაში. საჯარო სივრცეში რელიგიური ნეტირალიტეტის არსებობა „სეკულარული სახელმწიფოს სატანდარტია“ და ის დაცული უნდა იქნეს.
ბურჭულაძის ბლოკი/„გირჩი“
რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. პარტია თვლის, რომ მთავარი პრობლემა არის კანონის აღსრულება და არა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები. მათი აზრით, უნდა გაუქმდეს რელიგიის სააგენტო და სახელმწიფომ შეწყვიტოს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება. სადავო შენობების პრობლემა სასამართლომ უნდა გადწყვიტოს, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების არსებული პრაქტიკა პოლიტიკური პოპულიზმის ხასიათს ატარებს. საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა პრობლემას წარმოადგენს და მისი გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზაა განათლების სისტემის პრივატიზაცია.
შეხვედრები გაიმართა USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ მხარდაჭერით.
სოფიკო ნინიკაშვილი