საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგროც განცხადებაში აღნიშნული, 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შესახებ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, ჯერ უცნობია კონკრეტული თარიღი და დრო, როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.
“მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით ჩვენ დეპუტატებისგან არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს და პრეზიდენტი შესაბამის სამართლებრივ აქტს გამოსცემს”,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.