“ძვირფასო მშობლებო, შეეცადეთ არ განარჩიოთ შვილები ერთმანეთისგან! შეეცადეთ მაინც, რომ თითოეულ წარმატებულ ნაბიჯზე შეაქოთ,” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე წერს.
“ხშირად შვილები ბევრს შრომობენ, სწავლობენმ წარმატებას აღწევენ და ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს დაენახონ!
ხშირად ეს შვილები დიდი კომპანიების მენეჯერებიც კი ხდებიან, თითქოს ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც რაღაც აკლიათ.
ალბად ეს რაღაც მშობლებისგან აღიარებაა, ხანდახან გაუცნობიერებლად იმდენად “გაბრაზებულები” არიან მშობლებზე, რომ სახლში მისვლის მაგივრად, ხან სამსახურში, ხან მეგობართან, ხან კი სხვაგან აღამებენ…
ძვირფასო მშობლებო შეეცადეთ არ განარჩიოთ შვილები ერთმანეთისგან! შეეცადეთ მაინც, რომ თითოეულ წარმატებულ ნაბიჯზე შეაქოთ.
შეიძლება ეს თქვენთვის არც ის მნიშვნელოვანია, მაგრამ შვილისთვის ბევრს ნიშნავს!
შეეცადეთ თქვენს შვილებს დაანახოთ, რომ გიყვართ და მათზე ზრუნავთ!
ზრუნვა გამოკვება და ჩაცმა არაა მხოლოდ. ზრუნვა არის გულწრფელად ინტერესდებოდე მისი ამბებით, უზიარებდე შენს ამბებს, ცდილობდე გაუგო, ცდილობდე არ განიკითხო და მიიღო და გიყვარდეს ისეთი როგორიც არის…
იმიტომ, რომ ის უნიკალურია ერთადერთია და რატომღაც სამყარომ შენთან გამოგზავნა, რაღაც დროით, მანამ სანამ ის თავად არ იპოვნის მის გზას. შენი მოვალეობაა დაეხმარო გზის პოვნაში, არა მითითებით, არამედ მხოლოდ მის გვერდში დგომით.
მიმოიხედეთ გარშემო, ჩაუღმავდით თქვენს თავს, ვიღაცამ ამ სტატუსში საკუთარი თავიც ამოიცნო, ძირითადად შვილებმა ალბად, მშობლებს ხომ უჭირთ დაინახონ თუ რას სჩადიან…”