გურჯაანის რაიონში ერთიანი აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულადაუნაზღაურდებათ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევანმაღრაძე, სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგადგანადგურებული გარგრის ნაკვეთები დაათვალიერეს. სოფელ ახაშენის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგადდაუზიანდა მოსავლის 70%. სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 21,546 ლარი.ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ 820.80 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოსსუბსიდირებამ 3,283.20 ლარი.
2016 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს მაშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია16,139 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 12,772 ბენეფიციარია, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიისთანხამ 7,737,083.87 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 14,640.86 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლისღირებულებამ ჯამში 125,774,643.03 ლარია. ქარიშხლის, ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად 3,423.00 სადაზღვევოშემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 5,180,568.02 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმშიმიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილიაგრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობისამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათოუსაფრთხოების უზრუნველყოფას.