ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ალექსიძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიისიუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრთან იასონა ლაოლისთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ინდონეზიასა და საქართველოს შორის უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებულითანამშრომლობა ყველა მიმართულებით და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციისსფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
ზურაბ ალექსიძემ იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს გააცნო აღნიშნულ სფეროში საქართველოშიგანხორციელებული რეფორმები და გადასცა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერმოწოდებული საინფორმაციო მასალები; ამასთან, აცნობა ქართული მხარის მზადყოფნის შესახებ, რომ უმასპინძლოსინდონეზიის შესაბამის დელეგაციას, მინისტრის იასონა ლაოლის ხელმძღვანელობით.
ინდონეზიის მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართდა სტუმრობის სურვილი გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისგაგრძელებაზე.