“უორდროპის დიალოგი”, რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა დაჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთასამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დუნკანისშეხვედრაზე აღინიშნა.
სერ ალან დუნკანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებამიულოცა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო– დიდი ბრიტანეთის პარტნიორული ურთიერთობებისძირითადი საკითხები. ხაზი გაესვა “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მნიშვნელობას და აქტიური პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისგაფართოების პერსპექტივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთიუდიდესი ინვესტორია საქართველოში.
საუბარი შეეხო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებულთანამშრომლობას. ქართული მხარის შეფასებით, ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში ასევეგანსაკუთრებული ადგილი უკავია კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობას, რისითვალსაჩინო მაგალითია „ეროვნული სიტუაციური ოთახის” პროექტი.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის დატოვების შესახებ ბრიტანელი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევნზე. ამერიკისა და ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრისთქმით, ბრექსიტი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნისდა დიდი ბრიტანეთი გაარძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.
დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო დათანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფომინისტრის, ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებშიიმართება.